გადაუდებელი დახმარების ცენტრში უარყოფენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შატილში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს, სასწრაფო დახმარების ჯგუფი ადგილზე დროულად არ მივიდა. როგორც ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გოგიტიძე აცხადებს, გამოძახების მომენტიდან, ადგილზე მისვლისთვის, სასწრაფოს მანქანას გონივრული დრო დასჭირდა, ხოლო იმის თქმა, რომ სასწრაფო დახმარების ჯგუფის გაცილებით ადრე მისვლის შემთხვევაში მეტი ადამიანი გადარჩებოდა, მისი თქმით, აღნიშნული საკითხის მსგავსი ინტერპრეტირება არასწორია, ვინაიდან დაშავებულების ტრამვები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი იყო.