აქცია გორში

15:17, 02.06.2022

საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 19 წლის თორნიკე მერებაშვილის ოჯახის წევრები და თანასოფლელები, გამოძიების ხელახალი დაწყების მოთხოვნით, გორის საკრებულოსთან შეიკრიბნენ. გარდაცვლილის  მშობლები აცხადებდნენ, რომ მათი შვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არ დაღუპულა და ნამდვილ დამნაშავეს ხელი მაშინდელმა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ და მისმა გუნდმა დააფარა, რადგან სავარაუდო დამნაშავის მამა ძალოვანია. ისინი ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.  გარდაცვლილის ოჯახი გაყალბებულ ექსპერტიზაზე საუბრობს და პოლიციას და პროკურატურას  დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს. საუბარია 2018 წლის 6 ივნისს მომხდარ შემთხვევაზე. თორნიკე მერებაშვილი გორი-მეჯვრისხევის გზაზე, სოფელ ხელთუბნის მონაკვეთზე გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის ინფორმაციით, გარდაცვალებამდე თორნიკემ ბიძაშვილს დაურეკა და 112-შიც დარეკა დახმარების თხოვნით. ოჯახს ავტოავარიის ვერსიის არ სჯერა.

მსგავსი