ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ მაგისტრალზე, გარდაიცვალა ორი ადამიანი, ერთი კი დაშავდა. ავარია ქარელი-რუისის მონაკვეთზე მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა. ადგილზე სასწრაფო დახმარება და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. შემთხვევის გამო შეფერხდა მოძრაობა მაგისტრალზე. პოლიცია ავარიის გამომწვევ მიზეზს ადგენს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.