ავარიის დროს დაშავებულთა მდგომარეობა

კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული ოთხი პაციენტი მკურნალობს, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. ავტოსაგზაო შემთხვევა კრწანისის ქუჩაზე გუშინ მოხდა. სატვირთო ავტომობილს, სავარაუდოდ სამუხრუჭე სისტემა დაუზიანდა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და მაღალი სიჩქარით რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. მომხდარი ქუჩის კამერებმა დააფიქსირა. ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, დაშავდა რვა პირი.

მოამბე

 

დატოვე კომენტარი