ავარია გორში

მსხვერპლით დასრულდა ავარია გორში. მშვიდობის გამზირზე მანქანა ორ ქვეითად მოსიარულე მოზარდს შეეჯახა, შედეგად ვაჟი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო გოგონა მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილობრივები ხელისუფლების ყურადღებას ითხოვენ. ისინი ყვებიან, რომ ქალაქის ამ უბანში მძღოლები უკვე წლებია დიდი სიჩქარით მოძრაობენ, რის გამოც, ამ მონაკვეთზე ავარიები ხშირია.

მოამბე

დატოვე კომენტარი