ჟინვალში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ჟინვალში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი სამამდე გაიზარდა, ექვსი დაშავებულიდან ერთ-ერთი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო მონაკვეთზე, მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.