შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის საქმე

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიიდან ექვსი თვის შემდეგ ორი ადამიანია დაკავებული.

სამარშრუტო ტაქსის მესაკუთრეს და ტურისტული კომპანია „თრეველ ჯის“ ხელმძღვანელს გამოძიება გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებას ედავება, რასაც ბრალდებულები არ აღიარებენ. სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გაუმართაობას ტრაგედიას გადარჩენილი მგზავრებიც ადასტურებენ, რომლებიც ჰყვებიან, რომ ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო და რთულ გზაზე ტურისტული კომპანიის მიერ გამოყოფილი სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობა ვიზუალურადაც კი შესამჩნევი იყო. დაზარალებულების მონაყოლის და საგამოძიებო ექსპერიმენტის მიხედვით, საბედისწერო მომენტში მძღოლი, რომელიც ავარიას თავადაც ემსხვერპლა, სავარაუდოდ, დასაშვები სიჩქარით მოძრაობდა.

თეონა ხუბულავა არკვევდა, რა მტკიცებულებებით ამყარებს გამოძიება ბრალდებულებისთვის წაყენებულ ბრალს.