ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ბათუმში ერთი ბავშვი გარდაიცვალა, კიდევ ერთი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე და-ძმას დაეჯახა. დაშავებული მოზარდი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.