100-ზე მეტი ბავშვი ქობულეთში, რომლებსაც არც სკოლაში და არც საბავშვო ბაღებში არ იღებენ. პრობლემა იმ პატარებს შეექმნათ, რომლებსაც ექვსი წელი წლის ბოლომდე შეუსრულდებათ. მიზეზი მოსამზადებელი ჯგუფებია, რომლებიც გარდამავალი ასაკის ბავშვებისთვის ყოველ წელს იქმნებოდა, თუმცა წელს ჯგუფების შექმნა ვერ მოხერხდა.
მშობლების პროტესტის შემდეგ ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელობა გამოსავალს ეძებს. ცალკე გამოწვევაა სკოლამდელ დაწესებულებებში ადგილების დეფიციტი, რის გამოც აჭარაში ასეულობით ბავშვი ბაღის გარეშე დარჩა.