სტიქია აჭარაში

სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან ქობულეთში. გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა რამდენიმე სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა. წყალმა საავტომობილო დროებითი ხიდი წაიღო. ორი ოჯახი მეწყერსაშიში ზონიდან უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. დაიტბორა ცენტრალური ბაზრობის ტერიტორია. დაზიანებულია სავაჭრო ობიექტები.

დატოვე კომენტარი