საკვირაო სკოლა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი, ქობულეთში, ონლაინ საკვირაო სკოლის საზაფხულო ბანაკის დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ.

აფხაზეთის სკოლა-ბანაკი მრავალფეროვანი გასართობი, ინტელექტუალური და შემეცნებითი აქტივობებით გამოირჩეოდა, რომელიც აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს „აფხაზეთის ონლაინ საკვირაო სკოლის“ ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით შეიქმნა. ონლაინ საკვირაო სკოლის ფარგლებში, საგნობრივი კომპეტენციების ამაღლების მიზნით, მოსწავლეებს სემინარებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენაში, ხელოვნებასა და სხვა საგნებში, მასწავლებლის სახლის წამყვანი სპეციალისტები უტარებდნენ. კურსის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები გაიმართა.