26 წლის პედაგოგი, რომელიც მოსწავლეების განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქობულეთიდან ხულოს რაიონის სოფელ გორგაძეებში უკვე ორი წელია გადავიდა. საკლასო ოთახში დაწყებული ურთიერთობა სკოლის გარეთაც განსაკუთრებულად გრძელდება. მოსწავლეების გამორჩეული სიყვარულის შესახებ საზოგადოება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს შემდეგ ალაპარაკდა – სწორედ ამიტომ ლუიზა შანიძე „მოამბე რეგიონების“ ობიექტივში მოხვდა.
მერაბ წულუკიძისა და ედუ კოჩალიძის სიუჟეტი.