ახალი ბულვარი ქობულეთში

ქობულეთის ახალი ბულვარი გაიხსნა. პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქობულეთში ბულვარის ერთ კმ.მდე სიგრძის მონაკვეთი მოეწყო. სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წლის ზაფხულში დაიწყო და ჯამში 8 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ახალი ბულვარი დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერა.