პიროტექნიკის საფრთხეები

პიროტექნიკით დაზარალებული კიდევ ერთი მოზარდი.

ქობულეთში დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ასაფეთქებლის გამოყენების შედეგად არასრულწლოვანმა დაზიანებები მიიღო. ბოლო შემთხვევამ პიროტექნიკაზე რეგულაციების დაწესების საკითხი დღის წესრიგში კიდევ ერთხელ გაააქტიურა. საგანგაშო სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით, უკვე მზად არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც გარკვეული გამონაკლისების გარდა ასაფეთქებელი საშუალებების სრულ აკრძალვას ითვალისწინებს. ფაქტია, რომ, წლების წინ პროდუქციის რეალიზაციაზე შეზღუდვების დაწესების მიუხედავად, არასრულწლოვნების ხელში პიროტექნიკა მაინც ხვდება.