საახალწლო ღონისძიება ქობულეთში

ქობულეთში საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს.

ადგილზე მოწყობილია საშობაო ბაზრობა და საბავშვო გასართობი სივრცეები. დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი ღონისძიება. საკონცერტო სცენა დღის განმავლობაში ადგილობრივ შემსრულებლებს ეთმობათ. საღამოს კი დაგეგმილია ჯგუფ „გუფილენდის“ კონცერტი.