ძლიერი შტორმი ქობულეთში

ძლიერი შტორმის შედეგად ქობულეთში ზღვა სანაპიროზე გადმოვიდა, ზიანდება სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურა, დაიტბორა სახლები.

შტორმმა თამარ მეფის სანაპიროზე არსებული სავაჭრო ობიექტები, კაფე-ბარები და კერძო საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ფასადები დააზიანა. ადგილზე „112“-ის ეკიპაჟები და მერიის შესაბამისი სამსახურებია მობილიზებული.