საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის სხდომა
საქართველო-აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებს ექსპერტები ერთობლივად შეისწავლიან. შეთანხმება ბაქოში შედგა, სადაც საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მე-12 სხდომა გაიმართა.
სხდომის შედეგებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო საზღვრის გავლებისა და ყველა შეუთანხმებელი მონაკვეთის საკითხები შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს. მხარეები შეთანხმდნენ, მოახდინონ შესაბამისი ნორმატიულ-სამართლებრივი დოკუმენტებისა და კარტოგრაფიული მასალების შესწავლა და შეფასება, რაც დაკავშირებულია სახელმწიფო საზღვრის ხაზის გავლების განსაზღვრასთან. შეთანხმება შედგა კომისიის მორიგი სხდომის თბილისში ჩატარების თაობაზეც. თარიღი შეთანხმებული იქნება დიპლომატიური არხებით“, – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.