საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ეწვია

12:05, 15.12.2022

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ეწვია. დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ცოტა ხნის წინ გაიმართა ირაკლი ღარიბაშვილისა და ალი ასადოვის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით, საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა ჩატარდება.

მსგავსი