საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ეწვია. დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
ცოტა ხნის წინ გაიმართა ირაკლი ღარიბაშვილისა და ალი ასადოვის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით, საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა ჩატარდება.