მოლაპარაკებები საქართველოს შუამავლობით

„გუშინ სამმხრივი შეხვედრები გავმართეთ. საქართველო, როგორც მიუკერძოებელი შუამავალი, სომხეთისა და აზერბაიჯანის მეგობარი, დაინტერესებულია, რეგიონში დამყარდეს მშვიდობა“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა, ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე განაცხადა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრემიერს „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმში მონაწილეობისთვის.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრემიერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ორგანიზებით სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და განვითარებისთვის არაერთი მოლაპარაკება მიმდინარეობდა.