შეხვედრა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საკითხზე, მხარეებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

საზღვრის სადელიმიტაციო კომისიების  თავმჯდომარეებმა, განახლებული კომისიების ფარგლებში, პირველი შეხვედრა გამართეს.

შეხვედრა ძირითადად გაცნობითი სახის იყო. დეტალური მსჯელობა საკითხზე კომისიების სრული შემადგენლობით უკვე მომავალ კვირაში გაიმართება.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე სამთავრობო კომისია 1996 წლიდან მუშაობს.

ტერიტორიის ნაწილი კომისიას ჯერ დადგენილი არ აქვს, მათ შორის ის მონაკვეთი,  სადაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი მდებარეობს.

დატოვე კომენტარი