საქართველოს აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე ეწვია

საქართველოს აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე სტუმრობს. დახვედრის ოფიციალური ცერემონია აეროპორტში გაიმართა. ადგილზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, მეჯლისის თავმჯდომარე შეხვედრას ქართველ კოლეგასთან, შალვა პაპუაშვილთან გამართავს. დისკუსიის შემდეგ, მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.
დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისა და საქართველო-აზერბაიჯანის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, არჩილ თალაკვაძის შეხვედრა აზერბაიჯანი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ, არზუ ნაღიევთან.