დავით გარეჯის საქმე - ნინო ლომჯარიას მიმართვა სასამართლოს

მმართველი გუნდი სახალხო დამცველისგან განმარტებებს ითხოვს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა პროტესტი ამჯერად ნინო ლომჯარიას იმ დასკვნას მოჰყვა, რომელიც დავით გარეჯის რეზონანსულ საქმეს ეხება. ომბუდსმენი გახმაურებული საქმის პოლიტიკურ მოტივებზე მიუთითებს და გამოძიების ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს. სახალხო დამცველის დასკვნას ცალმხრივად და დაუსაბუთებლად მიიჩნევს პროკურატურა, რომელიც ლომჯარიას სუბიექტურ მიდგომებსა და მიკერძოებაში სდებს ბრალს.

სადავო დასკვნის შინაარსს და მწვავე რეაქციებს გენო ოსიყმაშვილი გაეცნო.