დავით გარეჯის საქმე

ახალი მოწმეები დავით გარეჯის საქმეზე.

სასამართლოში დღეს აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ყოფილი თანამშრომლები მივიდნენ. მათ შორის ერთ-ერთი 2002-2005 წლებში საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის სხდომებსაც ესწრებოდა. გამოკითხვის დროს გელა დუმბაძემ თქვა, რომ შეხვედრების დროს ქვეყნის საწინააღმდეგო ინტერესი არავის დაუფიქსირებია. სასამართლო პროცესის დროს ბრალდების და დაცვის მხარეთა შეკითხვები ძირითადად კომისიაში ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის მუშაობის გარშემო და წინა ხელისუფლების დროს მოქმედი კომისიის სხდომებზე გამოყენებულ კარტოგრაფიულ მასალებზე დაისვა. სხდომას აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართულ ქმედებაში ბრალდებული და გირაოთი გათავისუფლებული კარტოგრაფებიც ესწრებოდნენ.