დავით გარეჯის საქმე

დავით გარეჯის საქმის ფიგურანტის განცხადება, რომელსაც საზოგადოების ნაწილის მწვავე რეაქციები მოჰყვა.

გირაოთი გათავისუფლებიდან რამდენიმე საათში ნათქვამი სიტყვების გამო ივერი მელაშვილს განმარტებების გაკეთება უწევს. კარტოგრაფმა თქვა, რომ დავით გარეჯის სადავო ნაწილი საქართველოსი არ არის. სხვა ქვეყნისთვის ტერიტორიის გადაცემის მცდელობაში დადანაშაულებულმა მელაშვილმა უკვე დღეს საკუთარი ნათქვამი შეასწორა და თავისი სიტყვების ახსნა ქართული მხარის პოზიციების გასამყარებლად საჭირო სამართლებრივი არგუმენტების არარსებობით სცადა, თუმცა კითხვები მაინც დარჩა. ამიტომ ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე პოლიტიკურ ჭრილში განხილვის თემად კიდევ ერთხელ იქცა. მაშინ როდესაც ოპოზიციის ნაწილი კარტოგრაფის განცხადებას ემიჯნება, მეორე ნაწილი მედიას კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზის ტირაჟირებას ედავება. გაირკვა ისიც, რომ მელაშვილის გუშინდელ პოზიციას აკაკი ბობოხიძის სახით „ევროპულ საქართველოშიც“ იზიარებენ.

დატოვე კომენტარი