დავით გარეჯის საქმე

დავით გარეჯზე ივერი მელაშვილის ცნობილ სატელევიზიო განცხადებას პროკურატურა სასამართლოში მტკიცებულებად გამოიყენებს.

საუბარია იმ გამოსვლაზე, სადაც რეზონანსული საქმის ფიგურანტმა თქვა, რომ სამონასტრო კომპლექსის სადავო ნაწილი საქართველოს კუთვნილება არ არის. უკვე დღეს საგარეო უწყების ყოფილი თანამშრომელი საკუთარი ნათქვამის არასწორ ინტერპრეტაციაზე საუბრობს და უპასუხოდ ტოვებს შეკითხვას, მიიღო თუ არა საზღვრების დამდგენ კომისიაში მუშაობის დროს რაიმე დავალება მას შემდეგ, რაც 2007 წლის მაისში მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ დავით გარეჯის სადავო მონაკვეთზე და სტრატეგიული სიმაღლის დათმობაზე საეჭვო განცხადება გააკეთა. დავით გარეჯის გახმაურებულ საქმეზე ახლა ძიება ზემდგომი პირების გამოსავლენად მიმდინარეობს.