საპროტესტო აქცია დაბა შინდისში – ადგილობრივები მთაწმინდის რაიონის გამგეობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. საქმე ავტობუსის გაჩერების მოწყობის საკითხს ეხება. ადგილობრივებმა გზის გადაკეტვა სცადეს. მათი განცხადებით, შინდისის შესასვლელში ყოველთვის იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება. ახლა კი ადგილზე ავტობუსები აღარ აჩერებენ. მიზეზი ოფიციალური გაჩერების არარსებობაა.
ადგილობრივებმა რამდენჯერმე მიმართეს როგორც თბილისის მერიას, ისე გამგეობას. მერიის დადებითი პასუხის მიუხედავად, ავტობუსის გაჩერების მოწყობა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. აქციის მონაწილეებს მთაწმინდის გამგეობის წარმომადგენლები შეხვდნენ და საკითხის მოგვარებას დაპირდნენ.