გახშირებული გატაცებების ფონზე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტი ე.წ. საზღვრის დარღვევაზე ჯარიმებს ზრდის.
არაღიარებული რეჟიმის ე.წ. კანონპროექტის მიხედვით, ჯარიმა 2 000-ს ნაცვლად 20 000 რუბლი იქნება. გადასახდელი თანხა კიდევ უფრო იზრდება ოფიციალური და იურიდიული პირებისთვის.
დე-ფაქტო ხელისუფლების უკანონო გეგმის რეალობად ქცევის შემდეგ საოკუპაციო ზოლში მცხოვრები ადამიანები გატაცებების კიდევ უფრო გახშირებას პროგნოზირებენ.