საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება

საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტმა საზღვრის დარღვევაზე ჯარიმების გაზრდის კანონპროექტი დაამტკიცა. დოკუმენტის თანახმად, ე.წ. საზღვრის დარღვევაზე რიგითი მოქალქეებისთვის ფულადი ჯარიმა 2 ათასიდან 20 ათასამდე გაიზრდება.

ოფიციალური პირების მიმართ ჯარიმის თანხა 30 ათასიდან 50 ათას რუბლამდე განისაზღვრა, იურიდიულ პირს კი 400 ათასიდან 800 ათას რუბლამდე დააჯარიმებენ.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მთავრობაში აცხადებენ, რომ ამჟამად ფულადი ჯარიმა მცირეა და შემაკავებელ ფაქტორს არ წარმოადგენს. ჯარიმების გაათმაგებას ოფიციალურ თბილისში საოკუპაციო რეჟიმის მორიგ უკანონო ქმედებად აფასებენ.