საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი 

საოკუპაციო რეჟიმის სისასტიკეს კიდევ ერთი სიცოცხლე ემსხვერპლა.

ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო 70 წლის ქალი გარდაიცვალა. ის ოკუპირებულ ქალაქთან ახლოს, სოფელ იკოთში ცხოვრობდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ მარგარიტა მარტიაშვილი თბილისში მკურნალობის მიზნით ჩამოსვლის უფლებას ითხოვდა, თუმცა ე.წ. გადასასვლელის გახსნაზე უარი მიიღო. პაციენტი ცხინვალის საავადმყოფოში დაიღუპა. ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი დე-ფაქტო ხელისუფლებამ ჩორჩანაში ქართული საპოლიციო საგუშაგოს განთავსების შემდეგ ჩაკეტა. ოფიციალური თბილისის და საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთი მოწოდების მიუხედავად, საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. გასასვლელს არ ხსნის, რაც ადგილობრივთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე მძიმედ აისახება.