ჰუმანიტარული კრიზისი ოკუპირებულ ტერიტორიებზე

21:08, 04.11.2019

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ჭაში ჩავარდნილ და მძიმედ დაშავებულ ქალს სამკურნალოდ თბილისში არ უშვებს.

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებ თამარ გიგაურს სამედიცინო დახმარება სჭირდება, თუმცა დე-ფაქტო ხელისუფლება ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნაზე უარს ამბობს. ამ დროისთვის დაშავებული ცხინვალის საავადმყოფოში იმყოფება, სადაც ახლობლების თქმით, მას სათანადო სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს. ოჯახი თამარ გიგაურის თბილისში გადმოყვანას ითხოვს, მაგრამ არაღიარებული რეჟიმი მათ ე.წ. საზღვრის გადმოკვეთის უფლებას არ აძლევს. ოფიციალური თბილისის და საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებების მიუხედავად, საოკუპაციო რეჟიმი ზაფხულიდან ჩაკეტილ ახალგორის ე.წ. გამშვებ პუნქტს მაინც არ ხსნის. დე-ფაქტო ხელისუფლების უკანონო გადაწყვეტილებას უკვე ემსხვერპლა ახალგორის მკვიდრი 70 წლის ქალი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მსგავსი