საოკუპაციო რეჟიმმა თბილისის მკვიდრი 22 წლის ახალგაზრდა დააკავა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგზაო ინსპექციის თანამშრომლებმა საქართველოს 22 წლის მოქალაქე, თბილისის მკვიდრი „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით დააკავეს, – ამის შესახებ დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. პრესსამსახური იუწყება. მათი ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ცხინვალის რაიონის სოფელ სათიხარში, ღამით დააკავეს.

დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურს გადაეცა.

დატოვე კომენტარი