საოჯახო ტიპის სახლები შშმ პირებისთვის

პრობლემა, რომელიც წლებია უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებში ერთ-ერთ მთავარ საკითხად ხვდება.

მიუსაფარი ბავშვების, შშმ პირების და სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ოჯახური ტიპის სახლებში განთავსება ქვეყნის გამოწვევად რჩება. ბენეფიციარების ნაწილი ოჯახურ გარემოში უკვე გადასულია, თუმცა ე.წ. ბავშვთა სახლები და სხვადასხვა ტიპის დიდი ზომის თავშესაფარი თბილისსა და რეგიონებში მაინც ფუნქციონირებს. მათი გაუქმება ადგილობრივთან ერთად საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების რეკომენდაციაცაა. სწორედ საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით მიუსაფარი შშმ პირებისთვის ოჯახური ტიპის ორი ახალი სახლი შეისყიდეს.