სპექტაკლი „კონტაქტის ზონა“

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ხელოვანებს საპრემიერო სამზადისი აქვთ.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, მიტოვებულ შენობაში მოწყობილი ღია სივრცე 21 დეკემბერს სამ ქორეოგრაფიულ დადგმად დაყოფილ წარმოდგენას უმასპინძლებს. სახელოვნებო სივრცეში შშმ პირების ინტეგრაციისთვის შექმნილი პლატფორმა მაყურებელს ახალ ინკლუზიურ სპექტაკლს შესთავაზებს, რომლის მონაწილეები სათქმელს სპეციალურად შექმნილი მუსიკით და ცეკვით გადმოსცემენ.