„ადგილის დედა“ - აუდიო-ვიზუალური ჩვენება შშმ პირთათვის

შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია „შშმპ მედია პოზიტივის“ ერთწლიანი ანგარიში წარადგინეს. პრეზენტაციის ფარგლებში, მწერლისა და რეჟისორის, გოდერძი ჩოხელის ფილმის „ადგილის დედას“ აუდიო-ვიზუალური გახმოვანებით ჩვენება მოეწყო. ასევე, პირველად საქართველოში, აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა, ნიკო ფიროსმანის ნახატის „აქტრისა მარგარიტას“ დისკრიპციით გახმოვანებული ვერსია მოესმინა. ღონისძიებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სასულიერო პირები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.