შეხვედრა შშმ პირთა საჭიროებებზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ქსელის პირველი მასშტაბური შეხვედრა გაიმართა. ქსელის საერთო კრებაზე შეზღუდული შესაძლებლობების პირთა პრიორიტეტულ საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრას რეგიონებიდან და დედაქალაქიდან 100- მდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, ამავე საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირთა ქსელი არარეგისტრირებული კავშირია, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, საკითხზე მომუშავე 100-ზე მეტ ორგანიზაციას და აქტივისტს აერთიანებს. ორგანიზაციის მთავარი მიზანი გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის განხორციელების ხელშეწყობა, საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრების ხარისხის გაზრდაა.