პროექტები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის

სხვადასხვა სერვისები განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის – არასამთავრობო ორგანიზაცია, „პირველი ნაბიჯი“ 18 წლამდე შშმ პირებს სოციალური ინტეგრაციის და განვითარების მიზნით ორ ახალ პროექტს იწყებს. „პირველი ნაბიჯი“ სფეროში მომუშავე პირველი ორგანიზაციაა, რომელსაც არსებობიდან 25 წელი შეუსრულდა. ახალი პროექტის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები სპორტულ აქტივობას შეძლებენ, პარალელურად ორგანიზაციამ სპეციალურად განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდებისთვის კულინარიული კურსები დაიწყო. პრიორიტეტად რჩება ფსიქოლოგისა და მეტყველების პედაგოგის მომსახურებაც.

პროექტების მხარდამჭერი საქართველოში სლოვაკეთის საელჩოა.