პროექტი სმენისა და მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის

პირველი გამოფენა მხედველობის პრობლემების მქონე მოქალაქეებისთვის.

ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები შშმ პირებს აუდიო-მასალის საშუალებით გააცნეს. ექსპოზიციას ეროვნულმა გალერეამ უმასპინძლა. გამოფენა იმ პროგრამის ნაწილია, რომელიც უსინათლო და სმენადაქვეითებული პირების საზოგადოებასთან ინტეგრაციის მიზნით მიმდინარეობს. პოლონეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამის ორგანიზატორები საქართველოს მთავრობისგან ფინანსურ ხელშეწყობას ითხოვენ.