სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა თბილისში

შეღავათი სოციალურად დაუცველი შშმ პირებისა და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის.

სტუდენტებს, რომლებიც ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასურს სრულად ან ნაწილობრივ დაუფინანსებენ. დაფინანსების მოსაპოვებლად გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა საჭირო. მუნიციპალური პროგრამით, რომელიც ხუთი წლის წინ დაიწყო, ყოველწლიურად 5 000-მდე ახალგაზრდა სარგებლობს. დაინტერესებულ პირებს პროგრამაში ჩასართავად განაცხადების წარდგენა უკვე შეუძლიათ.