სასამართლო პროცესები

ამ დრომდე თბილისის საქალაქო სასამართლოში იმ მოქალაქეების პროცესები მიმდინარეობს, რომლებმაც სადავო კანონის საწინააღმდეგო აქციებზე, სხვადასხვა დროს, ძირითადად კი 24 აპრილს, გზა გადაკეტეს. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის დარღვევას ედავებიან. სასამართლოს წინაშე ჯამში 54 პირი უნდა წარდგეს, აქედან მტკიცებულებების მოპოვების მიზნით – 20-ზე მეტი აქტივისტის სასამართლო გადაიდო, მხოლოდ ერთს დაეკისრა 500 ლარიანი ჯარიმა. ის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნეს.

სამოქალაქო აქტივისტების პოზიციაა, რომ 24 აპრილს ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე საავტომობილო გზა, არა ხელოვნურად არამედ ბუნებრივად გადაიკეტა.