დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა კვლავ არ მიუღია ოპოზიციის ნაწილს. თავდაპირველად „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი აცხადებდა, რომ შესაძლოა, დღევანდელ შეხვედრაში თავადაც მიეღოთ მონაწილეობა. თუმცა, დახურული კონსულტაციებიდან გამოსულმა „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ საპარლამენტო ჯგუფების მუშაობაში კვლავ არ ჩაერთვებიან.