სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

12:27, 29.09.2022

პარლამენტი ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე მუშაობას აგრძელებს. ამ წუთებში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იწყება. დისკუსიაში მმართველ გუნდთან და ოპოზიციის ნაწილთან ერთად, მესამე სექტორი და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობენ. სამუშაო ჯგუფებს კვლავ ბოიკოტს უცხადებს სამი ოპოზიციური პარტია: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“.

მსგავსი