სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი

სახალხო დამცველის არჩევა – ესაა კიდევ ერთი საკითხი, რაზეც პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევაა საჭირო. შეძლებენ თუ არა ომბუდსმენის კანდიდატურასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები შეთანხმებას, ეს სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში გაირკვევა. მხარეები კონსულტაციებს განაგრძობენ.

სახალხო დამცველის არჩევას დეპუტატები რიგგარეშე სესიის ფორმატში შეეცდებიან. იმ შემთხვევაში, თუ პოზიციების შეჯერება ვერ მოხერხდება, კონკურსი ხელახლა გამოცხადდება.