სახალხო დამცველის შერჩევის წესი - შეხვედრა პარლამენტში

პარლამენტში ევროკომისიის რეკომენდაციებზე შექმნილი ჯგუფი სახალხო დამცველის შერჩევის წესზე მსჯელობს. სამუშაო ჯგუფში ჩართვასთან დაკავშირებით, დღეს ოპოზიციის იმ ნაწილმა იმსჯელა, რომელიც აქამდე განხილვებში არ მონაწილეობდა. თუმცა დახურულ კარს მიღმა გამართული მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდა, რომ ხელისუფლების ოპონენტების ეს ნაწილი, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით შექმნილ ჯგუფებში არ ჩაერთვება.

პარტიების ნაწილი სამუშაო ჯგუფში ჩართვას გეგმავდა, თუ არის ცნობილი რატომ შეცვალეს მათ გადაწყვეტილება? – თეონა მანაგაძე თემის დეტალებით პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში.