ევროკომისიის რეკომენდაციები - სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

ცხრა რეკომენდაციის შესასრულებლად პარლამენტში მუშაობა უკვე დაწყებულია. პოლიტიკურ მხარეებს შორის პირველი შეხვედრა დღეს გაიმართა. დისკუსიაში მონაწილეობა „ლელოს“ გარდა, ყველა საპარლამენტო პარტიამ მიიღო. ცხრა რეკომენდაციაზე მუშაობა ჯერ სამუშაო ჯგუფში წარიმართება, შემდეგ საკომიტეტო ფორმატში გაგრძელდება. რეკომენდაციების შესრულებით ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრობის ახალ ეტაპზე გადავა.