საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი და კარანტინი, საგაზაფხულო სამუშაოებზე არ ვრცელდება.
თუმცა მიწის ნაკვეთების დამუშავებისას ყველა წესის მკაცრი დაცვა აუცილებელია.
ადგილობრივებმა მთავრობის მიერ დამტკიცებული პროტოკოლი და რეკომენდაციები უნდა გათვალისწინონ. ამიტომ ხვნა-თესვის პროცესი სპეციალური ჯგუფების მიერ კონტროლდება.
რაც შეეხება საწარმოებს: საგანგებო რეჟიმის გამოცხადების მიუხედავად, სოციალური დისტანცირების დაცვით მუშაობას განაგრძობენ სხვადასხვა რეგიონში მოქმედი კერძო კომპანიები და მსხვილი საწარმოებიც.