საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ანგარიში

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მაშველებმა 2019 წლის საზღვაო სეზონი შეაჯამეს. ოფიციალური ღონისძიება ბათუმში გაიმართა. წელს, წყალზე სამაშველო განყოფილებებში უპრეცედენტო რაოდენობის სეზონური მაშველი მუშაობდა, რომლებმაც, როგორც შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, ასევე, თბილისის წყლებზე, 300-მდე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს. მათ შორის 69 არასრულწლოვანი და უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე იყო.

გარდა ამისა, მათ სანაპირო ზოლში დაკარგული 78 არასრულწლოვანი იპოვეს. აღინიშნა, რომ წელს პირველად ჩაერთო სამაშველო ოპერაციებში ტექნოლოგიური სიახლე – დრონი.