ვითარება სტიქიის ზონაში

შოვში ვითარება უცვლელია. ბოლო სამი დღეა მაშველები ექვს ადამიანს ეძებენ, თუმცა სამძებრო ღონისძიებები ისევ უშედეგოა. ამ დროისთვის აღმოჩენილია 27 ცხედარი. ძებნის სამუშაოები ძირითადად მდინარე ჭანჭახის და რიონის კალაპოტებში მიმდინარეობს.