ახალი აღჭურვილობა მეხანძრე-მაშველებისთვის

მეხანძრე-მაშველებისთვის ცეცხლმედეგი ფორმები და აღჭურვილობა შეიძინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა.

საუბარია 1000 ერთეულ ფორმაზე. ჯამური ღირებულება 3 491 000 ლარს შეადგენს. აღჭურვილობა, სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში განაწილდება. ახალი ინვენტარი დაათვალიერა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა. აღინიშნა, რომ სპეციალური ფორმებით და ავტო-ტექნიკით მომარაგება სისტემატურად ხორციელდება და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.