უბედური შემთხვევა ბაკურიანში

უკვე მეორე დღეა მაშველები თოვლის საფარ ქვეშ მოყოლილ მამაკაცს ეძებენ ბაკურიანში.

სამუშაოები დღეს დილის 7:00 საათიდან განახლდა. ძებნა-გადარჩენის ოპერაციაში დღეიდან მაშველებთან ერთად ჩართულია 20-მდე ადგილობრივი მოხალისე. ადგილზე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც დღეს რამდენიმე ფრენა შეასრულა.

რთული რელიეფისა და შებინდების გამო როგორ გაგრძელდება სამძებრო სამუშაოები, რუსუდან ლოლაძე გვეტყვის.